“გუშინ 17. 30წთ-ზე გამოვედი სამსახურიდან. სახლში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შევედი მუზეუმის წინ მდებარე სალონში. უცებ ჩამონგრევის ხმა მოგვესმა . ერთი ახალგაზრდა ბიჭი პირჯვარს იწერდა. ღმერთმა გადაარჩინა, ოდნავ ასცდა კარნიზის ეკლარის ქვა. ქვების ჩამოყრა, შესაძლოა, გაგრძელებულიყო, ამიტომაც დავრეკე 112-ზე. ოპერატორს ავუხსენი, რომ ამ დროს მე-3 და პირველ საჯარო სკოლებში მთავრდება მეორე ცვლის გაკვეთილები; ბავშვების უმრავლესობა სწორედ პუშკინის ქუჩაზე გამოდის და საშიშია, არ დაშავდნენ-მეთქი (ცხადია, ასეთ შემთხვევაში საფრთხე უფროსი ასაკის ხალხსაც გვემუქრება, მაგრამ განსაკუთრებით ბავშვების გამო ვღელავდი). ატყდა ჩემს ტელეფონზე რეკვა. მალე მოვიდა პოლიცია, სამაშველო სამსახური და მერიის წარმომადგენელი ( როგორც გაირკვა, შენობა მერიის ბალანსზე ყოფილა აღრიცხული). შედარებით დაწყნარებული წავედი სახლში და დარწმუნებული ვიყავი, რომ, უპირველეს ყოვლისა, წითელი ლენტით შემოღობავდნენ ამ ადგილს.
საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის...










