ინგლისის სამედიცინო უწყების ხელმძღვანელთა დასკვნა გამოქვეყნდა კორონავირუსის ახალ რისკ ჯგუფებთან დაკავშირებით. მეცნიერთა ინფორმაციით, ჭარბი წონა და მისი გავლენა იმუნიტეტსა და სასუნთქ სისტემაზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს კოვიდინფიცირებულთა შემთხვევაში, რაც ზრდის ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილის რისკს აღნიშული დაავადებისგან.
გემუქრებათ თუ არა კოვიდ19 თქვენი წონის გამო?
კორონავირუსი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც დაავადების გართულების რისკს წარმოადგენენ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ დასახელებული რისკფაქტორებიდან ერთ-ერთი სიმსუქნეა.
სიმსუქნე სხეულის მასის ინდექსით (BMI) 30 ან მეტი განისაზღვრება. თქვენი სხეულის ინდექსის გასაგებად შეგიძლიათ გამოიყებოთ BMI კალკულატორი. BMI-ის ინდექსით არ უნდა იხელმძღვანელონ ბოდიბილდერებმა, მორბენალებმა, ორსულებმა, მოხუცემა და მცირეწლოვანმა ბავშვებმა. თუ რომელიმე ამ კატეგორიის წარმომადგენელი ხართ წონის ინდექსი გასარკვევად უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.
ასევე დაგაინტერესებთ:
30 წლამდე ქალი, რომელიც კოვიდ19-ს ემსხვერპლა, ჭარბწონიანი იყო
კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ცხიმოვანი ქსოვილი ან სხეულის ცხიმი შესაძლოა, უფრო მგრძობიარე იყოს ინფექციის მიმართ, რადგან იგი შეიცავს ფერმენტის მაღალ დონეს, რომელსაც მარტივად უერთდება კორონავირუსული ნაწილაკები. ჭარბი ცხიმის მიღება ვირუსს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვოს ადამიანის ორგანიზმის უჯრედში წვდომა.
კოვიდ-19-ის გამო ჰოსპიტალიზებულთა შორის, 40-დან 70%-მდე ჭარბწონიანია. ამას ამერიკაში, ბრიტანეთში და საფრანგეთში ჩატარებული კვლევები ადასტურებს. “ამერიკის ხმა” 15-წლიანი გამოცდილების მქონე ამერიკელ თერაპევტს, მარი ლიპარტიას ესაუბრა, რომელიც ბოსტონის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ის ჭარბი წონის და ნუტრიენტების მიმართულებით არის სერტიფიცირებული.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ჭარბი წონა აძლევს ინფექციას წვდომას ქსოვილზე,რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სასუნთქ ფუნქციაზე, სისლხსა და იმუნიტეტზე, რომლებიც საკვანძო ფაქტორებს წარმოადგენენ კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ჭარბი წონა ადამიანის გულმკერდის ზონაში დიდ გავლენას ახდენს ფილტვების მუშაობაზე- ამცირებს მათ ფუნქციას და ორგანიზმში ჟანგბადის მიმოსვლის დონეს.
სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ ანთების მწვავე მიმდინარეობა. ანთებითი პროცესი ხელს უშლის სხეულში ცილის ბუნებრივ გამოყოფას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმუნური სისტემის რეგულირება და გაძლიერება
სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ ბრიტანეთში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა 70 %-ზე მეტს ჭარბი სიმსუქნე აღენიშნებოდათ.










