LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მიწისძვრის შედეგად ფრესკები ჩამოიშალა

წყლის ჩადინება, რასაც მიწისძვრები ახლავს თან უნიკალურ ფრესკებს საფრთხეს უქმნის – მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2022/07/12-ში
A A
96
ნახვა
გაზიარება

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) კიდევ ერთ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„გვსურს, შეშფოთება გამოვხატოთ ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო. XIII საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ოთხწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, მესამე თვეა, წყალი ჩადის.

პრობლემის შესახებ არაერთხელ მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მათ შორის 5 მაისს ოფიციალური წერილითაც, და დაუყოვნებლივ მოვითხოვეთ შესაბამისი ზომების გატარება.

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციის ადგილზე შესასწავლად ფიტარეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფებოდა, ქმედითი ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა, რის გამოც ყოველი უხვი ნალექის დროს ტაძარში უკვე წვიმს და დიდი შრომის შედეგად გადარჩენილი კედლის მხატვრობა ისევ ზიანდება.

ტაძრის უნიკალურ მხატვრობას ასევე საფრთხეს უქმნის გახშირებული მიწისძვრები, რა დროსაც ფრესკების ჩამოშლა ხდება.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) კიდევ ერთხელ, უკვე საჯაროდ, მიმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები ტაძარში წყლის ჩადინების აღსაკვეთად. ასევე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენის საქმეში არსებული პრობლემების მიმართ.

მოხალისეთა გაერთიანება მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მონიტორინგს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. "ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს,...

დაწვრილებითDetails

აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება – ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.   პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“.   „მე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი კლება – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება,...

დაწვრილებითDetails

ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას "მთავარი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რას ამბობს მოქალაქე, რომელიც მეგობართან ერთად პოლიციელებმა სცემეს
მთავარი

პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლასა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.  მისი განცხადებით, უფრო სასტიკად ნაცემია მისი მეგობარი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია და სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა შესვენების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"