წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევვი მიზეზი უცნობია.
ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.
Newpress.ge