LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

წყალტუბოში შეჭირვებული მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება გრძელდება

დაპოსტა 2020/04/15-ში
51
ნახვა
გაზიარება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს, ასევე გრძელდება შეჭირვებული მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების პროცესი. აღნიშნულტან დაკავშირებით ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, პარლამენტარებმა ცოტნე ზურაბიანმა და დიმიტრი მხეიძემ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცეს.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სააღდგომოდ დახმარებას მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახები 0-დან 65 000-მდე სარეიტინგო ქულით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, დიდი სამამულო ომის მონაწილეები, დედ-მამით ობოლი ბავშვები და ას წელს გადაცილებული პირები, სულ -310 ოჯახი, ასევე სააღდგომოდ ა(ა)იპ „წყალტუბოს სათნოების სახლის“ 190 ბენეფიციარი მიიღებს ფულად დახმარებას, თითოეული 100 ლარის ოდენობით”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საგანგებო ბიუჯეტის, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დახმარება უკვე გაეწია მაღალი რისკის ქვეშ მყოფ, 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მზრუნველობამოკლებულ 300 ბენეფიციარს, პროდუქტის შესაძენად ჯამში 12 000 ლარი გამოიყო. საბავშვო ბაღების 1800 აღსაზრდელისათვის შეძენილი იქნა კუთვნილი საკვები, თითოეულზე ერთი თვის მარაგის ოდენობით და მოხდა მიწოდება მშობლებისათვის. საერთო გამოყოფილმა თანხამ 43 448 ლარი შეადგინა.

მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიში დაავადებების მქონე 64 ოჯახს ფულადი დახმარება გაეწია. ჯამში, აღნიშნული მიმართულებით 20 000 ლარი გამოიყო. კერძო კომპანიების კეთილი ნებით ჯამში შეძენილი იქნა 24 470 ლარის საკვები პროდუქტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 605 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახზე გადანაწილდა. აღნიშნული კომპანიებია: შპს “როსტვერკი“, შპს „მიმდემი“, შპს „ორიენტირი“, მარკეტების ქსელი „დეილი“, წყალტუბოს ტექინსპექტირების ჯგუფი, შპს „თბილსერვისჯგუფი“, შპს „სტარტი პლიუსი“, შპს „ვესთ სთარი“, შპს „ლიდერი“, ი/მ „გიორგი კვერნაძე“, სოფელ რიონის მცხოვრები ადგილობრივი მეწარმეები, სოფლების: ხომულის, გუმბრის, ბანოჯის და გვიშტიბის მეფუტკრეები.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა წყალტუბოში მცხოვრებ 450 დევნილის ოჯახს. ამ ეტაპისთვის, საკვები პროდუქტების სახით დახმარება მიიღო მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 3406 ოჯახმა.

უახლოს მომავალში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საგანგებო ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 70 წელს გადაცილებული პირების და სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, მუნიციპალიტეტის სოფლებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ გაჭირვებულ 300 ოჯახს“, – ნათქვამია წყალტუბოს მუნიციპაიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

დეკემბერი 19, 2025
679
მთავარი

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ბიჭიკო პაიკიძის საქმის პროკურორმა,...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

დეკემბერი 2, 2025
54
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ფატალურ შედეგს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია რეგისტრირებული. საბედნიეროდ მსოფლიოში უკვე არსებობენ მედიკამენტები, რომლებიც ამ დაავადებას მნიშვნელოვნად აჩერებენ.  მათ შორისაა მათ შორისაა ჯივინოსტატი (დუვიზატი) და ვამოლორონი, რომლებიც დაამტკიცა როგორც  ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) ასევე აშშ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA).   საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 3 კვირიანი ძებნის შედეგ ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

დეკემბერი 1, 2025
1.8k
მთავარი

ქუ­თა­ის­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ქალი, რო­მელ­საც 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. "ინფო იმე­რე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის ქალს და­ახ­ლო­ე­ბით 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ნივ­თე­ბი ბო­ლოს გუ­მა­თ­ჰე­სის წყალ­სა­ცავ­თან იპო­ვეს. მაშ­ვე­ლე­ბი სამ­ძებ­რო...

დაწვრილებითDetails

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები

ნოემბერი 7, 2025
64
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ საქმიანობის 1 წელს აჯამებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ 1 წლის შედეგები - დასაქმებულია 12 რეინჯერი, შეძენილია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი,...

დაწვრილებითDetails

“მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს” – ვეტერან ფეხბურთელს ახლობლები და ფანები ემშვიდობებიან

ნოემბერი 1, 2025
3.4k
მთავარი

"ვუსამძიმრებთ ზაურ ბულიას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად ზუგდიდს.მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ქართულ ფეხბურთს, თავის ქალაქს და მომავალი თაობების აღზრდას.სიხარულით და ღირსებით ემსახურებოდა სპორტს და ზუგდიდს.მისი სახელი და შრომა დარჩება ფეხბურთის...

დაწვრილებითDetails

„22 ნოემბერს ქორწილი ქონდა, დაიფსო ოჯახი”- ტრაგედია გურიაში

ნოემბერი 1, 2025
2.5k
მთავარი

ბათუმში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ფეისბუქ-ჯგუფი „აჭარლები“ ავრცელებს. გარდაცვლილი ლანჩხუთელი ზურა ჩხაიძეა, რომელიც მოტოციკლეტით მოძრაობდა და როგორც თვითმხილველები წერენ, მას ავტომობილით უკრაინელი გოგონა შეეჯახა. „22 ნოემბერს ქორწილი ქონდა,...

დაწვრილებითDetails

ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან-იურისტი დავით ახალბედაშვილი

ნოემბერი 1, 2025
427
მთავარი

„თუ თქვენ ცხოვრობთ მაღალმთიან დასახლებაში და გაქვთ სტატუსი, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებით – ამის შესახებ იურისტი დავით ახალბედაშვილი სოციალურ ქსელში წერს. კიდევ ვინ თავისუფლდება...

დაწვრილებითDetails

“რა სიტყვებით უნდა ანუგეშო მშობელი?”- ქუთაისში გარდაცვილ ბაიკერს ემშვიდობებიან

ოქტომბერი 21, 2025
2.4k
მთავარი

ქუთაისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბაიკერი, ბადრი იობიძე ემსხვერპლა.  შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. სოციალურ ქსელში მას ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.  

დაწვრილებითDetails

ქუთაისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბაიკერი ემსხვერპლა

ოქტომბერი 21, 2025
1.8k
მთავარი

ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბაიკერი დაიღუპა. შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში, სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. წყარო: https://infoimereti.ge/

დაწვრილებითDetails

ამერიკული აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 21, 2025
400
მთავარი

"ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, რუსულის მასწავლებლის, ეკა გორდეზიანის შვილის — უაღრესად კეთილშობილი და ნათელი ადამიანის, ლუკა იოსელიანის გარდაცვალებას. აკადემია გამოთქვამს დიდ მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».