წყალტუბოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი გამოკითხვაზე პოლიციაში მივიდა. დავით ბენიძე წყალტუბის რაიონილ განყოფილებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო ორგანოში მისვლა თავად გადაწყვიტა. მას სურს. ყველა კითხვას უპასუხოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული სხვისი მხრიდან განხორციელებილ ძალადობაზე არ საუბრობს და ამბიობს, რომ დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო.
მომხდარზე გამოძიება ს.ს. კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრაც მძიმე დაზიანებას გულისხმობს.