წყალტუბოში მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი არ აღმოაჩდათ.
ეპიდემიოლოგებმა წყალტუბოს მერიის დააახლოებით 25-მდე თანამშრომელი შეამოწმეს. კვლევა ასევე ჩაუტარდათ წყალტუბოს სათნოების სახლის პერსონალს და იმ მოხალისეებს, რომლებიც დაწესებულებას ემსახურებიან. დღეიდან კი ეპიდემიოლოგები სათნოების სახლის 180–მდე ბენეფიციარის კვლევას იწყებენ.
წყალტუბოში მადლიერების სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი ანტისხეულების ტესტით გუშინ გამოუვლინდა. ინფიცირებული ქალი ამ დროისათვის საკარანტინო ზონაში იმყოფება და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.










