62 წლის მამაკაცი, რომელსაც ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. წყალტუბოში უკვე მუშაობენ ეპიდემიოლოგები. თამარ მეფის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში, სადაც ინფიცირებული კაცი ცხოვრობს, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მეზობლები ამბობენ მამაკაცს მათთან შეხება არ ჰქონდა. მას მეუღლე და შვილი ჰყავს.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულ მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა „ლიბერთი ბანკის“ მოლარესთან. შესაბამისად, არ არის გამორიცხული მუნიციპალიტეტის მერიისა და„ლიბერთი ბანკის“ წყალტუბოს ფილიალის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ასევე საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტის ოჯახის ერთ-ერთ წევრს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.










