,,კიდე კარგი ნგრევა ღამით მოხდა” -განაცხადა წყალტუბოში სანატარიუმ “საქართველოში” მცხოვრებმა დევნილმა. შენობის ნაწილი წუხელ შუაღამით ჩამოინგრა. ნგრევის დროს იქვე მდგარი მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა.
დარჩებიან თუ არა ნახევრად დანგრეულ შენობაში იქ მცხოვრები დევნილები ჯერ უცნობია, ისინი გასახლებას წლებია ითხოვენ, რადგან შენობა ავარიული იყო.