ბატონო თენგო, მართლაც ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასე მოულოდნელად, ასე უჩუმრად გათენდებოდა დღე, როდესაც თქვენ არ დაგვხვდებოდით ომახიანი ხმით, მუზეუმის ეზოში. მართალია, არც ისე დიდი ხანია, რაც თქვენს გუნდს შევუერთდი , მაგრამ არ მახსოვს დღე რომელიმე თანამშრომელს თქვენზე ადრე შეეღოს ამ თქვენთვის უსაყვარლესი შენობის კარი. ხანდახან ხდებოდა ისე, რომ თქვენს კაბინეტში იჯექით, რომ არ დამხვდებოდით ხმამაღლა გიკითხავდით. არ დააყოვნებდა თქვენი შეძახილი: ,,ოოო, ქალბატონო მზია, გეგონა მომასწარი? ვერ ეღირსები!”. ეჰ, ნეტა კიდე გეცოცხლათ და ყოფილიყავით პირველი.ყოველთვის აღრიცხვის ჟურნალში თქვენი ხელმოწერაც პირველი იყო, თქვენივე შესაფერისი, მედიდური.
მართალია, ასაკი გქონდათ, მაგრამ ბარეორ ახალგაზრდას გააკვირვებდა თქვენი ხალისიანი შემართება. გიხაროდათ დაბადების დღეებზე სიურპრიზების მირთმევა, ყველას საიუბილეო თარიღი ზეპირად იცოდით. ალბათ, არ არსებობს ვინმე გარდაცვლილიყო, თუნდაც ერთხელ გენახათ სამძიმარზე წასვლას ვერავინ დაგასწრებდათ. თავისებურიც იყავით, გულჩათხრობილი, ამ დროს განცალკევება გიყვარდათ თქვენთვის, ცალკე უჩუმრად, ფიქრებით სადღაც შორს. ეჰ, ბატონო თენგო იყო მომენტები, როდესაც ვერ გიგებდით და ეს ძალიან გაბრაზებდათ. გვაპატიე, გვაპატიე…..უფალმა მოჰმადლოს საუკუნო ნათელი და შვება თქვენს სულს! ხშირად მოგიგონებთ, გავიხსენებთ თქვენს ომახიან სიტყვებს, იუმორით შეზავებულ მიმართვებს. მშვიდობით, მოგვენატრებით!!! – წერს მზია მუშკუდიანი წყალტუბო Tskaltubo (new group) ჯგუფში.
თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა...










