წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დღეიდან დაიწყო.
იმერეთის რეგიონში წყალტუბო პირველია სადაც ბაღებში სწავლა განახლდა.
დღეს ახალი სასწავლო წელი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიულოცა.
„ყველა პატარას ვულოცავ პირველ ნაბიჯებს საბავშვო ბაღში, ვულოცავ მათ მშობლებს, გილოცავთ თქვენ აღმზრდელებო, რადგან თქვენ გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. ოჯახის შემდეგ, დანარჩენ სოციალურ სამყაროს ბავშვები მხოლოდ თქვენით შეიცნობენ, ამ პატარებს თქვენ ასწავლით როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და სამშობლო ისე, როგორც მათ ასაკს შეეფრება. ჩვენი მომავალი თქვენს ხელთაა, მადლობა ამ უდიდესი შრომისთვის, “ – ასე მიმართა წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის მერმა საბავშვო ბაღების პედაგოგებს.
წყალტუბოს მერმა დღეს ქალაქის #3 და სოფელ გვიშტიბის #5 საბავშვო ბაღების აღსაზრდელები პირველ მოადგილესთან, ზურაბ მაისურაძესთან და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველთან, გიორგი იობიძესთან ერთად მოინახულა.
დღეს ზაკო💔 საბოლოოდ დაემშვიდობება ქალაქ ბარის ქართულ საზოგადოებას
,,დღეს ზაკო💔 საბოლოოდ დაემშვიდობება ქალაქ ბარის ქართულ საზოგადოებას და სამუდამოდ დაუბრუნდება მის საყვარელ საქართველოს."-წერს მანანა მემანიშვილი, რომელიც უცხოეთში, არაერთი ახალგაზრდისა და ზოგადად, ქართველის მეგზურია. სწორედ ამიტომ ზაალ მაზმიშვილის გარდაცვალებას ოჯახთან...