
წყალტუბოს ცენტრალური პარკიდან საერთაშორისო ველოტურის წარმომადგენლებმა აიღეს სტარტი.
,,საქართველოში უკვე მე-4 წელია იმართება საერთაშორისო ველოტური და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. წელს ტურნირში 14 ქვეყნის 60 მონაწილეა ჩართული. წყალტუბო არის იდეალური ადგილი მსგავსი ტიპის სპორტული შეჯიბრებების გასამართად, ტურნირის მონაწილეები დაახლეობით 110 კილომეტრს გაივლიან და შეჯიბრს ამბროლაურში დაასრულებენ’’- განაცხადა ველოტურის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა პიტერ დენისმა.

უცხოელ სპორტსმენებთან ერთად ველოტურში წყალტუბოელი რომან კუხალაშვილი იღებს მონაწილეობას.

ველოტურის წყალტუბოში ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.