LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„წინანდლის პრემიის“ ნომინანტები ცნობილია

„წინანდლის პრემიის“ ნომინანტები ცნობილია

დაპოსტა 2019/11/19-ში
A A
94
ნახვა
გაზიარება

ზურაბ ჟვანიას სახელობის  „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ- დარგობრივმა კომისიამ, მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში, 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ნომინანტების სია ასე გამოიყურება:

თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე;
კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი;
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია;
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე;
მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი;
სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე;
ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე.

ლაურეატები დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, 10 დეკემბერს 19:30 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოვლინდებიან და დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2019 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი იყო. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა. „წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივითა და პატრონაჟით ხორციელდებოდა “წინანდლის პრემია”.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას. ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

თეგები: ერეკლე დეისაძეზურაბ ჟვანიაწინანდლის პრემია
გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” გაიხსნა

by მეგა TV
ივნისი 21, 2025
0
ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” გაიხსნა
კულტურა

ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" სპექტაკლით "იმერული რექვიემი" გაიხსნა. https://www.youtube.com/watch?v=NCLuEz7y82A  

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს, საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2025” იხსნება

by მეგა TV
ივნისი 18, 2025
0
ქუთაისში დღეს, საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2025” იხსნება
კულტურა

ქუთაისში დღეს საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2025”-ის იხსნება.  ფესტივალს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი უმასპინძლებს. დღეს 18 ივნისს, 19:00 საათზე, მაყურებელი ამავე თეატრის სპექტაკლს ,,იმერული რექვიემს” იხილავს. ფესტივალში ,,თეატრალური იმერეთი” თორმეტივე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი “თეატრალური იმერეთი 2025”-ისთვის ემზადება

by მეგა TV
ივნისი 5, 2025
0
მესხიშვილის თეატრი მსახიობთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
კულტურა

ქუთაისი საერთაშორისო ფესტივალის “თეატრალური იმერეთი 2025”-ისთვის ემზადება. ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 18 ივნისს, 19:00 საათზე გაიხსნება. მაყურებელი ამავე თეატრის სპექტაკლს ,,იმერული რექვიემი" იხილავს. ფესტივალში ,,თეატრალური იმერეთი" თორმეტივე მუნიციპალიტეტის პროფესიული...

დაწვრილებითDetails

ვანის არქეოლოგიური მუზეუმმა კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება მოიპოვა

by მეგა TV
მაისი 19, 2025
0
ვანის არქეოლოგიური მუზეუმმა კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება მოიპოვა
კულტურა

ევროპის 2023 წლის მუზეუმების პრემიისა და სილეტოს პრიზის მფლობელი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, კიდევ ერთ საერთაშორიო წარმატებას აღწევს. ჯილდო The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის...

დაწვრილებითDetails

ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა

by მეგა TV
მარტი 14, 2025
0
ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა
კულტურა

დღეს ქუთაისის მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქართველი რეჟისორისა და ოპერატორის, ვასილ ამაშუკელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 139 წელი გავიდა.შეკრებილმა საზოგადოებამ დღეს, პატივი მიაგო პირველი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელმა გიორგი არაბიძე “საერთაშორისო გენიოსების მუსიკალური ონლაინ კონკურსი”-ს გამარჯვებულია

by თამარა ქავთარაძე
იანვარი 31, 2025
0
ქუთაისელმა გიორგი არაბიძე “საერთაშორისო გენიოსების მუსიკალური ონლაინ კონკურსი”-ს გამარჯვებულია
კულტურა

"ძალიან ბედნიერივარ! პირველიოქროს მედალი დაიმსახურა ჩემმა მე-3 სიმებიანმა კვარტეტმა (კატეგორია- კომპოზიცია), რომელიც მივუძღვენი დიმიტრი შოსტაკოვიჩის ხსოვნას! მართალია ბახის გარდა გენიოსი არ დაბადებულა ამ წუთისოფელში, მაგრამ კონკურსის სახელია "საერთაშორისო გენიოსების მუსიკალური...

დაწვრილებითDetails

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება

by მეგა TV
იანვარი 27, 2025
0
მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება
კულტურა

მატილდა გვარლიანი Sacai-ს 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენებაზე გამოვიდა, რომელიც პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ქართველი მოდელი პარიზში წელს უკვე მეორე ჩვენებაზე გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ქალის ხაზის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი მევიოლინე კარნეგი ჰოლში ტრადიციული სამოსით გამოვიდა

by მეგა TV
იანვარი 26, 2025
0
ქუთაისელი მევიოლინე კარნეგი ჰოლში ტრადიციული სამოსით გამოვიდა
კულტურა

ქუთაისელი მევიოლინე კარნეგი ჰოლში დაჯილდოების ცერემონიასა და გალა-კონცერტზე ქართული, ტრადიციული სამოსით მივიდა. როგორც მევიოლინე სოციალურ ქსელში წერს მან ოცნება ახდენა. "დღეს დიდი დღეა😍 როგორც,საერთაშორისო კონკურსის “Elite Music international competition”-ის 1...

დაწვრილებითDetails

მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი “ჰელვერის ღამე” გრან-პრის მფლობელი გახდა

by მეგა TV
იანვარი 16, 2025
0
მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი “ჰელვერის ღამე” გრან-პრის მფლობელი გახდა
კულტურა

ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი "ჰელვერის ღამე" გრან-პრის მფლობელი გახდა. სპექტაკლმა საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია, თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრისათვის მიიღო. სპექტაკლის "ჰელვერის ღამე" რეჟისორია გიორგი თავაძე....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 55 წლისაა

by მეგა TV
დეკემბერი 27, 2024
0
ქუთაისის ოპერის თეატრი იუბილარია – ნახეთ მისი ისტორია (+ვიდეო)
კულტურა

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 55 წლისაა. თეატრი ქალაქში 1969 წელს  1940-იანი და 1960-იანი წლების რეკონსტრუქციების შედეგად სახემიღებულ შენობაში გაიხსნა, რომელიც 1946 წელს ხანძრის შედეგად თითქმის განდაგურებულ ხარაზოვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"