გუბაზ სანიკიძე და თაკო ჩარკვიანი შესაძლოა ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.
“ორი კვირის განმავლობაში ოპოზიციამ, ფინალში გასულმა კანდიდატებმა უნდა დააფიქსირონ სააკაშვილის მიმართ თავისი პოზიცია, შუაში ვეღარ გაივლის ვერავინ უკვე.
უნდა თქვან რომ ბანდიტი ბიძინას ციხეში ზის და შესამუშავებელია სერიოზული სტრატეგია და პრაქტიკაც, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
წამზომია ჩართული უკვე. ყოველდღე მიშას დაუმძიმდება მდგომარეობა, მე ვაპირებ უკვე, რომ ამ დღეებში შევიდე, შევხვდე და დაველაპარაკო, ვფიქრობ, რომ მე და თაკო ჩარკვიანი შევიდეთ და დაველაპარაკოთ მიშას.
მაგრამ ამ შემთხვევაში მიშას პოზიცია ცხადია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.