LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმის გამოძიება დაიწყო

წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, შსს-ის ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

დაპოსტა 2021/02/01-ში
A A
66
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ წამების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები – რ.ა., ი.ა. და ი.ს.  დააკავა, ხოლო ორი პირის – ხ.ს.-ს და კ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.

„შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ ლ.ა.-ს შესაძლებელია ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვ.ა-მ, შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ რ.ა-მ და შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ხ.ს-მ 2011 წლის 14 ივნისს,  წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლ.ა.

წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე  და ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ავტომანქანაში სცემდნენ დაკავებულს  და სთხოვდნენ, რომ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ.ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ.ა-ს ავტომატის ლულა ჩაუდო პირში.

ზემოთ ხსენებულმა პირებმა დაკავებული მიიყვანეს სოფელ ჭალესთან არსებული მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმართ სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

ასევე, აღნიშნულმა პირებმა დაკავებული გააკავეს  და ანთებულ სიგარეტს  ხანგრძლივად, წუთობრივი ინტენსივობით ადებდნენ სხეულზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლ.ა. მათ კითხვაზე პასუხობდა, რომ იგი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს დაკავებული პირის გადაყვანა და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის გაგრძელება ჯვარის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. დასახელებულ ადგილას მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა აღნიშნულ პირებთან ერთად  განაგრძეს განყოფილებაში მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა: შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი.ს-მ,  შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა კ.კ-მ და შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი.ა-მ.

დაკავებულს სამართალდამცავები კვლავ სთხოვდნენ ძებნილის ადგილსამყოფელის დასახელებას.  ამასთან, მოსთხოვეს, რომ დაესახელებინა ტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში  განახორციელეს ტერორისტული აქტი.

სასურველი ინფორმაციის ვერ მიღების გამო, უკანონოდ დაკავებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განიზრახეს ხელოვნურად შეექმნათ თითქოსდა მისი დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას ლ.ა-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონია, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ი.ა-მ დაკავებულს წარუდგინა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „AK“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა, რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის მიერ,   შედგენილ იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც მიუთითა რომ 2011 წლის 15 ივნისის,  თითქოსდა ლ.ა.-ს დაკავებისას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოთ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

თავდაპირველად დაკავებული უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა  მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

აღნიშნულის შემდეგ იგი მიიყვანეს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რ.ა-მ, ი.ს-მ და ხ.ს-მ სხვა პირებთან ერთად კვლავ სცემეს იგი. ამასთან,  დაწვის სიმულაციის მიზნით აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას.

ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ლ.ა-ს წარედგინა ბრალდება: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის  –  სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რის შესაბამისადაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად  – ჯარიმა 3000 ლარი. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2013 წლის 16 იანვარს ლ.ა. გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 25 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ზემოთ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა.  გარდა ამისა, დადგინდა ამავე კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.

ზემოთხსენებულ პირებს კანონით დადგენილი წესით წარედგინებათ ბრალდება და საქართველოს პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკა და სანავიგაციო სისტემები სრულად განახლდება – „საქაერონავიგაცია“

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
ეკონომიკა

„საქაერონავიგაცია“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, – ამის შესახებ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან კარანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრლდებით ქუთაისში 2 პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

უთვალთვალებდა, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა – დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ...

დაწვრილებითDetails

უდიდესი ტკივილი მოგვაყენა – ქუთაისის 37-ე საჯარო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

"სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო. დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები...

დაწვრილებითDetails

28 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

ბახმაროში, 28 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს - ბრალდებული პოლიციამ დღეს დილით დააკავა. ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. "პირველების" ინფორმაციით, ის ჩვენებაში წერს, რომ სესუალური ძალადობა რამდენიმე დღის წინ...

დაწვრილებითDetails

ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო, ოთხი შვილის მამა დაიღუპა – ცნობილია ბათუმში დაღუპული კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო, ოთხი შვილის მამა დაიღუპა – ცნობილია ბათუმში დაღუპული კაცის ვინაობა
მთავარი

“ოთხი შვილის მამა დაიღუპა… ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო” – ბათუმში ავარიას  39 წლის ლევან ლორთქიფანიძე ემსხვერპლა. ის ოჯახთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. “ძალიან მძიმე...

დაწვრილებითDetails

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა დააკავეს - შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში...

დაწვრილებითDetails

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ – ფიქრია ჩიხრაძე

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა- ფიქრია ჩიხრაძე
მთავარი

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს. იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"