რუსეთ-საქარველოს ომი, რომელიც რუსეთმა საქართველოს დასაპყრობად განიზრახა, მისი პროგრესის და განვითარების შესაჩერებლად.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.
7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელა, რასაც ქართულმა თავდაცვის ძალებმა 8 აგვისტოს უპასუხეს.
5-დღიანმა ომმა საქართველოს 412 მოქალაქე შეიწირა. მათ შორის 169 ჯარისკაცი.
150 000-მდე პირი შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ იძულებით გადაადგილებული და საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მქონე გახდა.
რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და არღვევს “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” შეთანხმებას.
ფოტოზე, რომელმაც მსოფლიო შეძრა ძმა ძმას დასტირის, დღეს არც ერთი მათგანი ცოცხალი არ არის, მაგრამ საქართველოს თავისუფლების იდეა ცოცხლობს!










