
აფრიკის დასავლეთ ნაწილში მდებარე სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნში საწვავმზიდის აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC იუწყება. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა, მაგრამ, როგორც ქალაქის მერმა Facebook-ზე დაწერა, 100-ზე მეტი მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.










