იტალიაში, ტოსკანაში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო 1 200 ადამიანის ევაკუაცია გამხორციელდა, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ ტოსკანის რეგიონში, ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპ. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 პირი.
ტოსკანის რეგიონის პრეზიდენტმა, ეუჯენიო ჯანიმ კი განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე საშინელი წვიმა, ბოლო 100 წლის განმავლობაში.










