LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია – ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი

ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება კვლევების ვერიფიკაცია – ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი

დაპოსტა 2021/04/03-ში
A A
62
ნახვა
გაზიარება

”ჩვენ, ამ ეტაპზე, ვახორციელებთ მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებს. ძირითადი ობიექტების მშენებლობა, რომელთა მიმართაც არსებობს კითხვები – იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია,“ – განაცხადა “ნამახვანი ჰესის” ინვესტორი ნორვეგიულ-თურქული კომპანიის „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა მერაბ ლომინაძემ ჟურნალისტებთან საუბარისას. ლომინაძე დღეს, როგორც კომპანიის მენეჯერი, მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

„დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს კოლეგებს და მინდა დავათვალიერო ყველა ის ადგილი, სადაც წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს,“ – განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემობას, რომ ჰესის ძირითადი ობიექტების, მაგალითად, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა ყველა სათანადო კვლევის გადამოწმების გარეშე არ დაიწყება.

„ჩვენ, კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივას, რომლებიც გამოთქმული იყო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. ის შეისწავლის ყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის,“ – განაცხადა „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა.

მერაბ ლომინაძის განცხადებით, „ნამახვანი ჰესის“ პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისა ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.

„ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ამ პროექტზე. ყველა დიდი იმედით შევცქერით მიმდინარე პროცესებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ ადამიანთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტის მიმართ, მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას, ასევე საერთო მიზნების დასახვასა და შემდგომ მათ შესრულებას,“ – აღნიშნა მან.

მერაბ ლომინაძემ მაგალითად მოიყვანა სოციალური პროექტები, რომელთაც კომპანია „ენკა რინიუებზი“ რეგიონში უკვე ახორციელებს, მათ შორის, მეთაფლეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერის მიმართულებით.

„ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ, რომ გავაფართოვოთ სოციალური პაკეტები, გავაფართოვოთ ჩვენი ქმედებები ხეობის მცხოვრებთა მხარდაჭერის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს არა მარტო ქვეყანას, არამედ უშუალოდ ამ ხეობასაც. სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტად გავაქტიურდებით სოციალური პროექტების მხარდაჭერის კუთხით,“ – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

მისი თქმით, თუკი აქამდე სოციალური პროექტების შერჩევას კომპანია თავად ახორციელებდა, ახლა მხარდასაჭერი პროექტები ადგილობრივი მოსახლეების ჩართულობით გამოვლინდება.

„ჩვენ დაველაპარაკებით ყველა მხარეს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში. ჩვენ მზად ვართ ამისთვის და ყველას მოვუწოდებთ, პირველ რიგში, დიალოგის ფორმატში გავმართოთ დისკუსიები პროფესიონალურად, ყოველგვარი ემოციისა და სპეკულაციის გარეშე,“ – მიმართა „ენკა რინიუებზის“ ახალმა დირექტორმა ჟურნალისტებს და იმ ადგილების დასათვალიერებლად მიიწვია, სადაც ჰესის წინამოსამზადებელი სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს.

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა გრიშაშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ
მთავარი

სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ. გარდაიცვალილია გოჩა არველაძე. სამწუხარო ინფორმაციას სამტრედიის ოფიციალური ჯგუფუ ავრცელებს. ,,სამტრედიელების ოფიციალური ჯგუფის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს , გოჩა არველაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა” დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს.   სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური...

დაწვრილებითDetails

მიწისძვრა ნეაპოლში, დაშავდა რამდენი ადამიანი, დაზიანდა შენობები

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
მიწისძვრა ნეაპოლში, დაშავდა რამდენი ადამიანი, დაზიანდა შენობები
მთავარი

4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფლეგრეის ველებზე — ვულკანურ ზონაში, რომელიც სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად მდებარეობს; შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა შენობები და ეკლესიები. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა...

დაწვრილებითDetails

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი აქტიური და პროდუქტიული დღეა. შესაძლოა, სამსახურში ან პირად საქმეში საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებ.   კურო დღე ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და...

დაწვრილებითDetails

პირველი აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
2026 წლიდან სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელი უქმდება
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ახლობლები იყვნენ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი იმერეთში ტრაგიკულად დაღუპული სამხედროების შესახებ
მთავარი

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ"...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ელისო კილაძის საქმის განხილვა დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,ქრონიკა+” - ის რედაქტორის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, გიორგი კამლაძე დაიკითხება. დღევანდელი, ისევე როგოც სხვა სხდომები დახურულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"