მეუფე იაკობმა, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ქადაგებისას ეკლესიაში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკურ პარტიებზეც ისაუბრა.
სასულიერო პირი აცხადებს, რომ ურჩები შესაძლოა ეკლესიიდან განიკვეთონ კიდეც. არჩევნებში კი, ეკლესია ქართულ ძალას გაამარჯვებინებს.
„ძალადობაზე რომ ლაპარაკობთ, მეუფეს რომ არ უშვებენ ჭყონდიდში, სახალხო დამცველმა რატომ არ გააკეთა განცხადება? ერთი მე გამიბედოს ვინმემ და განახებთ მაგათ კრიახს. სარია რომ გამოგჰყავთექსპერტად, განსაკვეთია ვინც ხელი აწიაო, თვითონ რამდენჯერაა განსაკვეთი? თუ ძალიან მოინდომებენ, არ ასცდებათ.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მელია ავიღოთ, ძალიან სასაცილო ვითარებაა, როცა უხდიდა ევროკავშირი გირაოს, რატომ არ მიიღო? დადექი და ეხვეწე ეხლა.
გინდა, 20 ივნისს ნაციონალები და ევროპული საქართველო რომ არ მისულიყო იქ, შესაძლოა დღეს სხვა რეალობა ყოფილიყო. ახალგაზრდობა მიხედავდა თვითონ. რა ძალაა ეგ, ქართული ძალაა? ჩაატარონ აქციები და ხალხს საჭმელი მიეცემა? თუ დავინახეთ, რუსეთისკენ მიგვათრევენ, დავუჭერთ მხარს სხვა ძალებს და გავამარჯვებინებთ. თუ არ მოისვენებენ, მიიღებენ მაგას. რა გმირები ეგენი არიან, ომში იბრძოდნენ, თუ 2008 წელს არ გარბოდნენ?
ჩემთვის მესამე ძალად გიორგი გახარია არ მოიაზრება, იცით ჩემი დამოკიდებულება. მე რომ მაგაზე რაღაც ვთქვი, ტელევიზიები თავს დამესხნენ. რა გააკეთა დადებითი, თუ ჭკუა აქვს არ უნდა მოვიდეს, ეგ დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია და შესაძლოა ლელოსა და აღმაშენებელის კონკურენტი გახდეს. ზურგს უკან ნახეთ, ვინ უდგანან, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხალხია ეგენი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.










