LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძალიან კარგია რომ ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი გქონიათ – BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი

ძალიან კარგია რომ ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი გქონიათ – BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი

დაპოსტა 2019/10/22-ში
A A
83
ნახვა
გაზიარება

თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, – ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი.

აარონ ჰელესჰარსტი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, გაჰყვეს ირლანდიის გზას, რომელიც რამდენიმე წელიწადში ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანა გახდა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოსთვის?

ვფიქრობ, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს მომავალი წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამასთან, მინდა საქართველო ჩემს სამშობლოს – ირლანდიის რესპუბლიკას შევადარო. როცა დავიბადე, სულ რამდენიმე წლის წინ, ირლანდია დასავლეთ ევროპაში უღარიბესი ქვეყანა იყო. შემდეგ, შეუერთდა ევროკავშირს, თავისი პერსპექტივები გააფართოვა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობის გადამზადებაში, ახლა კი ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა. მასზე მდიდარი მხოლოდ ლუქსემბურგია. ვფიქრობ, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას. ამ კონკრეტული კონფერენციით საქართველო წინ მიიწევს და ფორუმი – სწორედ ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. ხალხი ბიზნესს ხალხთან ერთად აკეთებს და არა კომპანიებთან და თუ 60 ქვეყნის ხალხს ერთად შეკრებ, ისინი ბიზნესს ერთად გააკეთებენ.

როგორ ფიქრობთ, ამ პროცესში კომუნიკაცია რამდენად მნიშვნელოვანია?

როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გქონდეს შესაძლებლობა, ხალხს ესაუბრო, უნდა შეგეძლოს, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, სხვადასხვა წარმოების პროდუქცია ამ ქვეყნიდან გაიტანო დანარჩენ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი, უნდა დაატრენინგო საკუთარი ხალხი, მათ ინტელექტუალური ძალაუფლება სჭირდებათ სამომავლო ინდუსტრიული რევოლუციისთვის.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს პოზიციას რეიტინგებში, როგორც ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business), ისე ინოვაციურობის კუთხით (WEF Ranking), რამდენად შეუძლია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა?

ასეთი რეიტინგები საკმაოდ კარგი საშუალებაა. ხალხს ნდობა სჭირდება იმისთვის, რომ ინვესტირება განახორციელონ. მათ სჭირდებათ კანონის ცოდნა. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ ვინმესთან დავა ექნებათ, კანონი მათ მიმართ სამართლიანი იქნება. ეს საერთაშორისო ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის გამო მოდის საქართველოში ინვესტიციები. თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება.

თუ გექნებოდათ შანსი, თქვენს სატელევიზიო პროგრამაში საქართველოს როგორ წარმოაჩენდით?

ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. გუშინ ლონდონიდან ჩამოვფრინდი. ძალიან კარგია, რომ საქართველოდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება, თუმცა კარგი გავიგე, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი გქონიათ. კარგი იქნება, თუ საქართველოში ფრენები „ბრიტანეთის ავიახაზებიც“ შემოვა. კონკურენცია ფასებს დაბლა წევს, შედეგად, ხალხს მოგზაურობის საშუალება ეძლევა. ასევე, გჭირდებათ მეტი კავშირები, ასე რომ “თურქეთის ავიახაზები” შესანიშნავ სამსახურს გიწევთ. კარგი იქნება, თუ საქართველოდან უფრო მეტი დედაქალაქის მიმართულებით იქნება ფრენები უფრო ხშირად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, უფასო Wi-Fi, რომელიც ყველგან უნდა იყოს, ასევე, ხალხის დატრენინგება, რომ საზღვარგარეთ გავიდნენ და ქვეყანას პოპულარიზაცია გაუწიონ.

 

bpn.ge

თეგები: ლონდონირეისიფრენაქუთაისიქუთაისის აეროპოტი
გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2025
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7010 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეძლებთ ქუთაისიდან ვენეციაში გამგზავრებას

by მეგა TV
აგვისტო 14, 2025
0
უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს
ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვენეციის მიმართულება ემატება. Wizz Air ახალ მარშრუტზე ფრენებს 2 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები სამშაბათსა და შაბათ დღეს შესრულდება. ამასთანავე, ავიაკომპანიის ფრენებს Airbus A321neo...

დაწვრილებითDetails

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე 310.6 მილიონი ლარის ხელფასები გასცა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2025
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკა

საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2025 წლის 6 თვეში 310.655 მლნ ლარი დახარჯა.  ეს კი 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 49.344 მლნ ლარით მეტია. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" აქვეყნებს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის...

დაწვრილებითDetails

“რატომ სჭირდება კიდევ 7 წელი მაგისტრალის დასრულებას” – რა პრობლემებზე საუბრობს პაატა ცაგარეიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2025
0
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე 225 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“, - ასე ეხმაურება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულების ვადებს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი...

დაწვრილებითDetails

როგორი იქნება ლარის კურსი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2025
0
ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6993 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ფოთი-თბილისის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ მატარებლებელი ინიშნება

by მეგა TV
აგვისტო 6, 2025
0
ფოთი-თბილისის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ მატარებლებელი ინიშნება
ეკონომიკა

საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ მატარებლებელს ნიშნავს.   ბლოკ მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ- ფოთიდან 21:30 საათზე დაიძრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. შედეგად ტვირთმფლობელები კონტეინერის პორტიდან...

დაწვრილებითDetails

ონში „რიონი ჰესის“ მშენებლობა იგეგმება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
რამდენ ლარს დახარჯავს “ენერგეტიკის განვითარების ფონდი” – ჰესების პოპულარიზაციაში
ეკონომიკა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ონის მუნიციპალიტეტში „რიონი ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნა გასცა. სააგენტომ „რიონის ჰესის“ მშენებელ შპს „ეიჯი რიონი ჰაიდროს“ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის მომზადება დაავალა. ცნობისთვის,...

დაწვრილებითDetails

ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის ყოველთვიური ანაზღაურება 1200-2399 ლარის ფარგლებშია – PMCG

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2025 წლის ივნისში თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა მაისთან შედარებით 0.5%-ით, ხოლო წინა წლის ივნისთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ახალ მონაცემებშია აღნიშნული. უფრო კონკრეტულად, PMC...

დაწვრილებითDetails

რა გაძვირდა ყველაზე მეტად ივლისში

by მეგა TV
აგვისტო 4, 2025
0
რამდენს ხარჯავს მოსახლეობა სამომხმარებლო პროდუქტებზე
ეკონომიკა

„საქსტატის“ მიხედვით, 2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთი-სამეგრელო ახალი მაგისტრალით დაკავშირდება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2025
0
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე 225 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა
ეკონომიკა

E60-ის (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის კიდევ ერთი მონაკვეთის, სამტრედია-თეკლათის გზის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სამტრედია-თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთის ჯამური სიგრძე 33.3 კმ-ს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"