ქუთაისის ტორპედოს გუნდში ფინანსური კრიზისია. იტალიელმა ინვესტორმა კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა. გუნდს ტოვებენ ლეგიონერები.
ფეხბურთელები ეროვნული ლიგის 4 ივლისს დანიშნულ ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ, ამიტომ მოედანზე ახალგაზრდული გუნდი გავა.
ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა არ იცის, როდის შეიძლება მოგვარდეს გუნდში არსებული პრობლემები.
“იანვრის შემდეგ 2 ხელფასი არ აქვთ აღებული. ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა. ყველას ოჯახი ყავს. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ რაღაც უნდა გაირკვეს, რომ ან რაღაც წყდება სასიკეთოდ, ან არ ვიცი. ფეხბურთელიც არ დაგვრჩება 4 რიცხვის შემდეგ”. – ამბობს გუნდის მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია რომ კლუბში ინვესტირების სურვილს გამოთქვამს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ .