LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია მივიღოთ ევროკავშირისგან და ევროკავშირსაც ძალიან ბევრის კარგის სწავლა შეუძლია ჩევენგან”-მეუფე იაკობის ქადაგება

დაპოსტა 2023/11/05-ში
50
ნახვა
გაზიარება

დღეს, სადღესასწაულო წირვაზე, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი რამდენიმე მნიშვნელოვან საერო თემასაც შეეხო, მათ შორის, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტების ამერიკაში წარმატებულ ვიზიტს და ახალგაზრდებს ,,საქართველოს ელჩები” უწოდა.

მეუფე იაკობმა  ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა პროგრესს განიცდის და მოუწოდა ცალკეულ პირებს, უცხოეთში ვიზიტი საქვეყნო საქმის წინააღმდეგ არ გამოიყენონ, რომ ქართᲕელი ქართველის მტერი არ უნდა იყოს.

05.11.2023 ქადაგება.

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი-არს და იყოს!

გილოცავთ წირვის აღსრულებას!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა სულიწმინდის მადლით აღგავსოთ.

ძალიან დიდი პიროვნება იყო იაკობ მოციქული, ის იყო უფლის ხორციელი ძმა, იცით, რომ ასე იწოდება, ერთადერთი იყო თავის დედმამიშვილებში, რომელმაც თავისი წილიდან წილი მისცა მაცხოვარს.

მაცხოვარს ვისი რა წილი სჭირდებოდა, მაგრამ… უდაბნოში რომ იყო და ეგვიპტეშიც რომ წავიდა იქაც გაჰყვა.

იყო უდიდესი პიროვნება, უდიდესი მლოცველი, მოსიყვარულე ისრაელის ერისა. როცა განკაცებული მაცხოვარი მოევლინა მან ირწმუნა.

იცით, რომ სახურავიდან გადმოაგდებენ და ღმერთს ევედრება, შეუნდე, რათა არ იციან რას იქმანო.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ და ყველას მასსავით სარწმუნოებაში სიმტკიცეს გისურვებთ.

მე მიხარია ის, რომ ჩვენი, ქართველების სახელები ჩაიწერება ცხოვრების სიცოცხლის წიგნში. ბედნიერია ჩვენი ერი, რომ ქრისტე აირჩია და მთავარია სწორად იცხოვრო ადამიანმა, დაინახო, ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნო და შენი შესაძლეობის ფარგლებში შეეცადო, რომ სული გული, ყველაფერი შეწირო ღმერთს და ღმერთიც აბსოლიტურად ყველაფერს მოგცემს.

და მიხარია, რომ ჩემი ერი ის ერია, სადაც უმეტესობის სახელები ჩაიწერება სიცოცხლის წიგნში. აბა, აიღეთ, 100 000 მოწამე ერთბაშად ვის ჰყოლია. ეს თავში არ უნდა აგვივარდეს, ჩვენი ერის ბედი ასეთია.

იცით, რომ პატრიარქის კურთხევით და სინოდის დიდი თანადგომით, ჩვენ საპატრიარქოს უნივერსიტეტში, არის ამერიკული კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, საუკეთესო პროგრამა ამერიკაში, სადაც ორმაგი დიპლომი გაიცემა, როგორც ამერიკული, ისე ჩვენი.

ახლა, /ოქტომბერი/ ჩვენი სტუდენტები წასულები იყვნენ ამერიკაში და მინდა გითხრათ, აბსოლიტურად, კონკურენტუნარიანები არიან და როდესაც, გუნდებად დაიყვნენ პირველი სამეული, პირველი სამი გუნდი ჩვენები იყვნენ.

ძალიან წინ იყვნენ სხვებზე, თვით სპეციალისტები, პროფესორები, რომლებიც ასწავლიან, და ასევე კერძო კომპანიები, სადაც იყვნენ, აქცენტს მათ განსაკუთრებულ გონიერებასა და აზროვნებაზე აკეთებდნენ.

ასეთი ადამიანები არიან საქართველოს ელჩები, ისინი წარმოადგენენ უცხოეთში ქართველებს და ხედავენ იქ, თუ როგორი ყოფილა ქართველი, საქართველოს მოქალაქე,  ამ შემთხვევაში ყველა ეროვნებით ქართველი იყო.

ნახეს, თუ როგორი ნიჭიერები არიან ქართველები.

ვიდრე პროგრამას მოგვცემდნენ ეჭვი ეპარებოდათ, იქნებ შევიკავოთ თავიო. ვუთხარი: ჩვენ, ნიჭიერი ერი ვართ და ყველაფერში შეგვიძლია წინა ხაზზე ვიდგეთ ყველგან- სიყვარულში და აბსოლიტურად ყველაფერში და მით უმეტეს მეცნიერებებში და სხვადასხვა საკითხებში.

ასეთი ადამიანები ჭეშმარიტად არიან ყოველთვის ერის ელჩები სხვა ქვეყნებში. ღმერთმა დალოცონ. მიდიან და საქართველოზე კარგის მეტს სხვას არ ალაპარაკებენ.

უკვე ხედავთ, ბოლო პერიოდია ლამის გადაგვაყოლეს კანდიდატის სტატუსს და მეორე ნაწილი ქართველებისა, ავღნიშნო, რომლებიც დარბოდნენ ევროპაში, დარბოდნენ ამერიკაში და ევროპაში, სახელებიც ვიცი ამერიკელებისგან და ევროპელებისგანაც და დადიოდნენ,  არ მიისცეთ, არ მისცეთო.

მე თქვენ იმას გილოცავთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერება და აქეთ შეგვეხვეწოს ყველა.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია მივიღოთ ევროკავშირისგან და ევროკავშირსაც ძალიან ბევრის კარგის სწავლა შეუძლია ჩევენგან.

ამ დღეებში გადაწყდება და წლის ბოლოს, რაღაც დათქმებით, აუცილებლად მოგვცემენ, იმიტომ რომ…

რა გააკეთეს ამდენს რომ დადიოდნენ უცხოეთში? ჩვენზე წარმოდგენა დაუკარგეს და ჩვენ კიდე, ევროკავშირზე, როგორც სამართლიანობის სიმბოლოზე, დაგვაკარგინეს იმ პერიოდში და მადლობა ღმერთს, იქაც გამოფხიზლდნენ და ჩვენც სხვანაირად დავინახეთ და მთავარია, იმას გილოცავთ, რომ თქვენი სახელები, ცხოვრების სიცოცხლის წიგნში ჩაიწერება.

თორემ საქართველო ყველანაირ ავბედითობას მოესწრო და მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენი ერი, ბრძნული თავდადებით სიმშვიდეს, მშვიდობას იცავს, ეკონომიკურად მიუხედავად სეტᲧვებისა, სხვა გარემოებისა და დაპირისპირებისა მგონია, რომ მაინც წინ მივდივართ და აუცილებლად გავალთ ფონს.

და შევთხოვ უფალს, რომ ის ადამიანები, რომლებიც იმისთვის დარბიან უცხოეთში, რომ საქართველოზე ცუდი ილაპარაკონ, გამოასწორონ ყველა ის ადამიანი და სიყვარული დაანახონ, საქართველო უყვარდეთ, რომელიმე ერთი ადამიანიც, რომ უყვარდეთ საქართველოში, არ მგონია, რომ მასე მოქცეულიყვნენ.

ძალიან მკაცრები ვიქნებით მასეთების მიმართ, არ შეიძლება ასე, ჩვენ ყველამ უნდა გავიტანოთ ერთად , რაც გასატანია. უნდა შევძლოთ ყველამ ერთად ცხოვრება და არ შეიძლება, რომ რომელიმე ქართველი, სხვა რომელიმე ქართველის მტერი იყოს.

ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთი პატარა ქვეყანა გვაქვს, ტერიტორიით პატარა, თორემ გულით და სულით დიდები ვართ, იმიტომ, რომ უფლის მადიდებელ ერად დავრჩით, ვიღაცეების გაბელადება არ ვიცით, თუმცა არიან ხოლმე, უნდათ თავიანთი ბელადები ჰყავდეთ და იმედია , რომ გამოვსწორდებით ყველანი და შევეცდებით, რომ წესიერად ვიცხოვროთ

და ახალგაზრდებს ისეთი საქართველო დავუტოვოთ მარტო დავით აღმაშენებლის ეპოქაზე არ ჰქონდეთ სათქმელი -რა ძლიერები ვიყავით. უკეთესი უნდა გავაკეთოთ და მე მჯერა, რომ შეგვიძლია ამის გაკეთება.

კიდე კარგი, რომ ჩვენთან შედარებით ნაკლები დაძაბულობაა, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღგავსოთ, ქართველებს ჩვენი გზა არჩეული გვაქვს, ჩვენ ღვთის ერი ვართ, ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ ვართ, წმ. ანდრია პირვეელწოდებული,  წმ. ნინო გვიცავს ჩვენ და ამაზე დიდი რა უნდა იყოს ჩვენთვის და ნებისმიერ სიტუაციაში შევძლებთ, ფონს გავიდეთ.

ტყუილად ნურავის ნუ ექნება იმედი, რომ უცხოეთი რამეში ჩაერევა და აქაურობას ავარევინებთ, ამერიკიდან ვარ დაბრუნებული და ასეთ რამეს არც ისინი აპირებენ. ამათ რატომ აქვთ რაღაცეების იმედი, ხან ევროპაში გარბიან, ხან ამერიკაში, არჩევნებში დაგვეხმარეთ.

საქართველოს ბედს, მხოლოდ ქართველები განვაგებთ და სხვები არ განაგებენ. ისეთი კულტურული ერი ვართ ნებისმიერ ადამიანებთან, ერებთან შეგვიძლია ურთიერთობა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

გულისტკივილი კიდე რაზე მაქვს, როცა არ ტარდებოდა სინოდი, რატომ არ ტარდებაო, ტარდებოდა და ეს მოხდება, ის მოხდებაო, მუცლით მეზღაპრეები, ე.წ. ვითომ თეოლოგები, სინამდვილეში რაღაც კერპს სცემენ თაყვანს და რომელ კერპს, ის მაინც გვითხრან.

როგორ იყო ხო? წინა დღესაც ვუთხარი და მეორე დღესაც, რომ ისეთი არაფერი მოხდებოდა, უწმინდესი ისე მხნედ იყო სხდომაზე, როგორც 10 წლის წინ , მე რომ გამომირჩიეს ეპისკოპოსად, რაც ძალიან მიხარია და ალბათ, იმედი ბევრს გაუცრუა.

საზღვარგარეთმოღვაწე ყოფილ სასულიერო პირებს მინდა მივმართო, არის ერთი ადამიანი, რომელიც სულ გვაგინებს, იმიტომ გვაგინებს, რომ მის მიმართ, რაღაც გადაწყვეტილებ მივიღოთ.

როდესაც დავიბარეთ, ისეთი მშიშარა და ლაჩარია, მაპატიეთ, პირდაპირ ვამბობ, ვერ ჩამოდის აქეთ, იქნებ გაახსენდეს, დედა ქართულად იავნანას ხომ უმღეროდა, სისხლის წვეთები ხომ აქვს ქართული და ნუ ხარ ეკლესიის მტერი, თუ ვაჟკაცი ხარ ჩამოდი,  მაგრამ მშიშარა ადამიანის ჩვევაა , ჩვენს გარეშე დარბიან,  ან ეს ქალები და კაცები, დარბოდნენ ევროპაში.

მოღალატე არავის არ უყვარს, მე მათ მოღალატეს არ ვუწოდებ, მოღალატე კიდე იოლი სიტყვაა მაგათთვის, ვინც მასე დარბის და ვინც მასე აკეთებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და სულიწმინდის მადლით აღგავსოთ.

მტკიცეები უნდა ვიყოთ სარწმუნოებაში, მაგრამ ფანატიკოსები არ უნდა ვიყოთ, დღევანდელ მსოფლიოში ვცხოვრობთ და უნდა შეგვეძლოს ჩვენი ქვეყანა შარში არ გავხვიოთ.

საქართველოს და მთლიანად მსოფლიოს მშვიდობას ვუსურვებ.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და სულიწმინდის მადლით აღგავსოთ.”-განაცხადა მეუფე იაკობმა.

05.11.2023.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
86
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
1k
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
2.3k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
255
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
45
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
292
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
30
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
45
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
27
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
69
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».