თბილისში, 6 ივლისს აღმაშენებლის ქუჩაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 27 წლის ვახტანგ გულუას ოჯახი საქმის ობიექტურ გამოძიებასა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.
ოფიციალური უწყების ვერსიის, თითქოს საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერა, რადგან მათი თქმით, ახალგაზრდას სხეულზე სხვადასხვა სახის მრავლობითი დაზიანებები აქვს.
ჭირისუფლების განცხადებით, შემთხვევა ორშაბათ ღამე, თერთმეტ საათზე მოხდა, შემდეგ სახანძრო მანქანამ შემთხვევის ადგილი მორეცხა, რაც ეჭვს ბადებს რომ კვალის დაფარვა სურდათ. ოჯახს კი გარდაცვალების შესახებ მეორე დღეს გააგებინეს. მათი თქმით, ადამიანი ვის გამოც ვახტანგ გულუას მუდმივად საქმეს ურჩევდნენ და ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოა.
“ძალადობის ფაქტები აშკარად ეტყობა კისერზე და ხელზე. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ასულია სახურავზე და ჩამოვარდნილია. ერთ საათში მოსულა სახანძრო და გადარეცხეს კვალი. ჩვენ მოვითხოვთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას და ობიექტურ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ გაგუდეს, იმიტომ რომ კვალი ემჩნევა ყელზე და ხელებზე”, – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი ირინა გულუა.












