LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ცხრა თვე მიდიოდა ამ ქვეყნიდან… ცხრა თვე იწვა ჩუმად…“ – სანდრო ელოშვილი ზურა ბერიკაშვილს ემშვიდობება

„ცხრა თვე მიდიოდა ამ ქვეყნიდან… ცხრა თვე იწვა ჩუმად…“ – სანდრო ელოშვილი ზურა ბერიკაშვილს ემშვიდობება

დაპოსტა 2024/09/14-ში
A A
173
ნახვა
გაზიარება

„ცხრა თვე მიდიოდა ამ ქვეყნიდან… ცხრა თვე იწვა ჩუმად, უხმოდ… ასე მგონია, ამითაც ჩვენზე ზრუნავდა… ზუსტად იცოდა როგორ გვატკენდა და „გაგვეპარა“… აღარც ვიცი სად გვეტკინა… მაშინ? დეკემბერში, ეს ამბავი რომ დაემართა თუ გუშინ… გულიანი ბიჭის გულმა რომ შეწყვიტა ბაგი-ბუგი! ამ ცხრა თვეში რამდენი „სმიშნოი“ რამის მოყოლა მომინდა… ტელეფონს ამოვიღებდი ხოლმე და მახსენდებოდა…“, – წერს რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში და ზურასთან დაკავშირებულ ისტორიებს გვიამბობს.

„ორი ზურა ბერიკაშვილი არსებობს… მართლა! ერთი ტელევიზორში ნანახი, გადაცემებში, ინტერვიუებში… ოღონდ საოცრად “ცუდი” იყო ხოლმე ამ დროს

დამიჯერეთ! ისეთი მორცხვი იყო, ისეთი მორიდებული… სიტყვის თქმაც კი ერიდებოდა…

და იყო მეორე ზურიკო, სახლის კარს რომ შევიკეტავდით… თუ პირადად არ იცნობდით, ვერავის დაგაჯერებთ რომ ამ მშვიდ და წყნარ ადამიანში არსებობდა ასეთი ენერგია, ასეთი ემოცია, ასეთი იუმორი…

რეპეტიცია მორჩებოდა თუ ტელეფონზე დაგირეკავდა, ძველმოდური სიტყვებით თუ დაგიწყებდა ლაპარაკს, ის დღე აუცილებლად ხმაურიანად დამთავრდებოდა…

გასტრონომში ჩავალ, კაი იმპორტულ კალბასს დავაჭრევინებ…

ამას მოაყოლებდა ხოლმე – კიტრი მაქვს, პომიდორი მაქვს… კაი ღვინო მაქვს… არაყიც… გუდა გამომიგზავნეს… დედას პური მაქვს… მეტი რაღა გინდა შე დამპალო შენა!

მერე, ასე ყოველდღიურ, ყოველსაღამოურ ერთად ყოფნას ლოთობა და ღრეობა არ დარქმეოდა, ასეთი სახელი მოუფიქრა… “სალონური საღამოები”! ვისხედით ხოლმე მის ოთახში, ზოგჯერ დილიდან დილამდეც ჩვენს “სალონურ საღამოებზე”.

ფუსფუსი უყვარდა, ფუსფუსი და ზრუნვა… ამიტომაც ქონდა მეტსახელები… პაპიტო ბიძია, ზურიკიტო, ბერიკიტო… აბა ეს გასინჯე! აბა ეს გადაიღე! ნახე რა ხორცია?! ნახე რა ყველია…

ყველა მისი ხუმრობა იყო მასზე… ერთი შემთხვევა არ მახსენდება ვინმეზე ცუდად დაეცინოს, ვინც იქ არ იყო… მაგრამ სუფრაზე თუ ამოგვარჩევდა ვინმეს, მტერს და ავს… დედას გეფიცებით, ხშირად ცრემლებით მიცინია!

ცხრა თვე მიდიოდა ამ ქვეყნიდან… ცხრა თვე იწვა ჩუმად, უხმოდ… ასე მგონია, ამითაც ჩვენზე ზრუნავდა… ზუსტად იცოდა როგორ გვატკენდა და „გაგვეპარა“… აღარც ვიცი სად გვეტკინა… მაშინ? დეკემბერში, ეს ამბავი რომ დაემართა თუ გუშინ… გულიანი ბიჭის გულმა რომ შეწყვიტა ბაგი-ბუგი!
ამ ცხრა თვეში რამდენი „სმიშნოი“ რამის მოყოლა მომინდა… ტელეფონს ამოვიღებდი ხოლმე და მახსენდებოდა…

ეს ფოტო მისი მოთხოვნით გადაგვიღეს, აქ ოპერაცია არ მაქვს ჯერ გაკეთებული და ალბათ ერთი 60-70 კილოგრამით მეტი ვარ… თვითონ კი იყო გაჩხიკული!

ხოდა გადაგვიღეთ ფოტო და ასე დაარქვითო…

მარცხნივ – როგორი იყო საქართველო ადრე და…

მარჯვნივ – რა დარჩაო…

მაინც მგონია რომ საიდანღაც შემოხტები და დაიძახებ:

ჰა, დამპლებო, რა გატირებთ, ქეიფია!“, – წერს სანდრო ელოშვილი.

გაზიარება69

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"