„რეზო და ბავშვების“ სოლისტი რეზო ბლიაძე სოციალურ ქსელში მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ რესტორნები ცოცხალი მუსიკის გარეშე იმუშავებენ, ეხმიანება.
მისი თქმით, მუსიკოსები, ვინც ცოცხლად უკრავენ პანდემიის გამო არსებულმა შეზღუდვებმა “სიკვდილის პირას” მიიყვანა და ინსტრუმენტების გაყიდვაც კი მოუწიათ.
„ცოცხლად ვინც უკრავს ყველა სიკვდილის პირასაა. (ჯგუფები დაიᲨალა, ვოკალისტები ტაქსაობენ, ინსტრუმენტალისტები ინსტრუმენტებს ყიდიან)
მაგრამ იმდენი მაინც დავრჩებით რო თქვენ გაგაცილოთ ამ ქვეყნიდან ზურნა/დუდუკებით, ბოლო გზაზე! უსინდისოებო!
გახსენით ქვეყანა!“, – წერს რეზო ბლიაძე.
ცნობისთვის, 8 მარტიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის შიდა სივრცეების, შაბათ-კვირის გარდა, ფუნქციონირება დასაშვები იქნება, კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება;
8 მარტიდან ასევე მუშაობას განაახლებენ სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;
ნებადართული გახდება საცალო საბითუმო ვაჭრობა ყოველ დღე, როგორც შაბათ კვირას, ისე სხვა დღეების განმავლობაში, როგორც სავაჭრო მოლებში, ასევე ბაზრობების ტერიტორიაზე.









