რუსეთში პანიკაა. მოსკოვს სანქციები საათობრივად ეწევა. რუსეთი SWIFT-დან უკვე გათიშეს. მოსახლეობა დილიდან ვეღარ იყენებს მასტერქარდის პლასტიკურ ბარათებს. ცნობილი ავტომწაროებმლები რუსეთის ტერიტორიაზე ქარხნებს ხურავენ. გასაქცევად გამზადებული მოქლაქეები ფრენების არ არსებობოს გამო სანქცირებული ქვეყნიდან გასვლას ვერ ახერხებენ. რუსეთის ხელისუფლება კი მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
უკრაინაში შეჭრის გამო აშშ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს უმზადებს. აშშ-ს სახელმწიფო მდვინის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მოკავშირეებთან ერთად რუსეთის ცენტრალურ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ტრანზაქციების შესაძლებლობას შეუწყვეტს. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთი ვეღარ შეძლებს პირდაპირი ინვესტიციების გამნხორციელებას.