შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში 35 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი, სავარუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხევში გადავარდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული მამაკაცი ნოდარ მიქელაძეა, რომელიც სამაშველო სამსახურში მუშაობდა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა სუფრა 15 მაისს, გვიან საღამოს, რომელზეც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირებაში პოლიციის თანამშრომელიც მონაწილეობდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.










