ქართველ მსმენელში 2025 წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებლების ჩამონათვალთან ერთად, YouTube Charts-ი აქვეყნებს იმ სიმღერების რეიტინგსაც, რომელსაც საქართველოდან წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად უსმენდნენ.
ონლაინ ვიდეოპლატფორმის რეიტინგში პირველ ადგილს 6.48 მილიონი ნახვით თამარ ალადაშვილის მიერ შესრულებული “თელავო” იკავებს.
უფრო კონკრეტულად, “ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ 2025 წლის ქართული YouTube-ს ყველაზე პოპულარული სიმღერების ტოპ-ათეულს:
- “თელავო” (თამარ ალადაშვილი) – 6.48 მილიონი ნახვა;
- “შენ რა იცი ძვირფასო” (ლუკა ჭოხონელიძე) – 6.19 მილიონი ნახვა;
- NINAO (GIMS) – 6.10 მილიონი ნახვა;
- APT. (ROSÉ & Bruno Mars) – 6.02 მილიონი ნახვა;
- “გული გავგზავნე ქვეყნადა” (ვაჟა და თამარი) – 5.70 მილიონი ნახვა;
- “მოგონებები შემომრჩა მარტო” (შმაგი მეძმარიაშვილი) – 5.61 მილიონი ნახვა;
- “ალუბლის ფერი ტუჩები” (ENDI) – 5.33 მილიონი ნახვა
- “საქართველოა” (მგზავრები) – 4.81 მილიონი ნახვა;
- “პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა” ( ლუკა ჭოხონელიძე) – 4.79 მილიონი ნახვა;
- “მიფრინავენ წეროები” (აფროდიტი) – 4.70 მილიონი ნახვა.










