LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება – პარლამენტში კანონპროექტს განიხილავს

ცნობილია როდის ამოქმედდება პირველი სურსათის ბანკი წყალტუბოში

დაპოსტა 2025/02/10-ში
A A
150
ნახვა
გაზიარება

საქართველოში პირველი სურსათის ბანკის ამოქმედების პროცესი ფინალურ ეტაპზეა. People in Need Georgia-ს სურსათის ბანკის პროექტის კოორდინატორი სალომე ჯაფარიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ბენეფიციარები წყალტუბოში სურსათს, დიდი ალბათობით, მარტიდან მიიღებენ.

სურსათის ბანკის ცენტრალური საწყობი თბილისში, ორხევში უკვე გაიხსნა. ლოჯისტიკურ ჰაბში სხვადასხვა სუპერმარკეტის მიერ მიწოდებული სურსათი განთავსდება, შემდეგ კი წყალტუბოში ბენეფიციარებს მიეწოდება.

„საწყობი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და გამართულია სისტემა, რაც საშუალებას მისცემს შემოსავლების სამსახურს, რომ არ გაუჭირდეს შეგროვებულ პროდუქტზე წვდომა – მათთვის ხილული იქნება მთელი ეს პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს კერძო სექტორთან და სამთავრობო სტრუქტურებთან საოპერაციო პროცესების დაზუსტება და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ოპერირებას“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

საპილოტე პროექტის ფარგლებში ჯამში დახმარება გაეწევა წყალტუბოში მცხოვრებ 1000 შეჭირვებულ პირს. ამ ეტაპზე ბენეფიციართა იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით დასრულებული არ არის პროცესი, მაგრამ ვთანამშრომლობთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასთან და მათი დახმარებით ხორციელდება სიების შედგენა. დაახლოებით, მარტიდან შესაძლებელი იქნება სურსათის გაცემა“, – ამბობს ჯაფარიძე.

რაც შეეხება სურსათის დარიგების სიხშირეს, სავარაუდოა, რომ საწყის ეტაპზე კვირაში ერთხელ ან ორჯერ განხორციელდება.

„თბილისში შეგროვდება პროდუქცია დონორი კომპანიებისგან და შემდეგ განაწილდება წყალტუბოში. შესაძლოა, სურსათი დარიგდეს კვირაში ერთხელ ან ორჯერ. საწყის ეტაპზე, დიდი ალბათობით, ყოველდღიური ხასიათი არ ექნება ამას. მომავალში, თუ კიდევ გაიზრდება დაინტერესება და მეტი პროდუქტი შემოვა, შეიძლება ყოველდღიურიც კი გახდეს“, – დასძინა რესპონდენტმა.

ამასთანავე, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული უმსხვილესი მარკეტების უდიდესი ნაწილი სურსათის ბანკისთვის პროდუქციის შეწირვის მზაობას გამოთქვამს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით იქმნება. რესპონდენტს ვკითხეთ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ხომ არ შეაფერხა დონორთა დახმარება: „ამ მიმართულებით არანაირი გავლენა არ მოუხდენია… ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს დონორების მხარდაჭერა“, – აღნიშნავს სალომე ჯაფარიძე.

ბიზნესპრესნიუსი

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

ძალიან ბევრი უშვილო წყვილია და არანაირი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან მათ არ აქვთ – რა პრობლემის წინაშე დგას საქართველო

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
5 რამ, რაც დაქორწინებულებმა საიდუმლოდ უნდა შეინახონ
მთავარი

„უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში რეპროდუქციული ჯანმრთელობა,“ - ამის შესახებ დემოგრაფმა ლელა მენაბდიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა. მისი თქმით, გარდა ამ პრობლემისა, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობაში შეიცვალა მიდგომა შვილის ყოლის მიმართ...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე – მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მოთმინებით,...

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის ნიშნებით საბავშვო ბაღების 100-ზე მეტი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – მიხეილ სარჯველაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ბაღებში ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა. „100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა,...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმაა ბათუმში

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
“დატბორვა და გზებზე გადაადგილების პრობლება” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა.მოქალაქეების განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები, აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა. გზებზე წყელმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობაც. ადგილობრივები, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, ამბობენ რომ ძლიერი...

დაწვრილებითDetails

თუ არის ჩვენი მხირდან რაიმე არასწორად გაკეთებული, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება – კახა კალაძე

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

მტკიცებით იმის თქმა, რომ ეს არის საკვებიდან გამოწვეული პრობლემა, ან თუნდაც ამის გამორიცხვა არასწორია - ეს არის კახი კალაძის პირველი კომენტარი მერიის ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ. "ქართული ოცნების" ლიდერი "პირველების" კითხვის...

დაწვრილებითDetails

ციციშვილის კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით კიდევ 3 ბავშვი მოათავსეს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში, საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, ამ ეტაპზე 8 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხიაძემ განაცხადა, ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის ჩივილით კიდევ 3 ბავშვი შევიდა...

დაწვრილებითDetails

ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ფსიქოგენური ცხელება – რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება – ექიმის გაფრთხილება
მთავარი

ბავშვებში ბოლო პერიოდში ფსიქოგენური ცხელების შემთხვევებმა იმატა - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. ექიმის განმარტებით, ფსიქოგენური ცხელების გამომწვევ მიზეზებს შორის, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლოა ეკრანზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
იმერეთში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმყოფებოდა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს იმერეთში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები გააცნო. შაიხა ნასერ ალ ნუვაისი...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ტექნიკის მაღაზიიდან ძვირად ღირებული ტექნიკა მოიპარეს

by მეგა TV
სექტემბერი 19, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან უკანონოდ დაეუფლა ძვირად ღირებულ კომპიუტერულ ტექნიკას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"