ბათუმში, 6 თებერვალს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი,ალექსანდრე მამალაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ხიდიდან გადავარდა. წინასწარი ვერსიით, იგი შესაძლოა სატვირთო მატარებელს ან მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს დაეცა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
„ჩვენი ღიმილის ბიჭი ალექსანდრე მამალაძე აღარ გვყავს. ღმერთო ნათელში ამყოფე მისი კეთილი სული. უსაზღვრო ტკივილიხარ ალე. შენ ხომ სიკვდილს გამოგლეჯილი იყავი, რა უნდოდა სიკვდილს შენთან. მტკივა თქვენი ტკივილი”.,-წერენ ოჯახის ახლობლები სამძიმარს სოციალურ ქსელში.










