გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც მღალამთიან სოფელ გოლათუბანში სხევარისა და სადგურის უბნებში გზების რეაბილიტაციას განახორციელებს – ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს/ მათივე ცნობით საერთო ჯამში ბეტონის საფარი მოეწყობა 1 700 მეტრზე.
პროექტი მთის განვითარების ფონდიდან 245 100 ლარით დაფინანსდა. შპს „საპოვნელა“ გზის მშენებლობას 243 650 ლარად შეასრულებს.
გოლათუბანში გზების რეაბილიტაციის მიზნით პირველი ტენდერი არ შედგა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელმეორედ 23 აგვისტოს გამოაცხადა.
მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა...










