ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. მთავარი პრიზი ოქროს დინოზავრი საუკეთესო ფილმისთვის ნუცა წიქარიძის ფილმმა “მცხუნვარე მზე” მოიპოვა.
ოქროს დინოზავრი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში ნუცა წიქარიძის ფილმს, „მცხუნვარე მზეს” გადაეცა.
რეჟისორმა ჯილდო შუქრუთელებსა და მათ პროტესტს მიუძღვნა.
ფილმი არდადეგებზე სოფლად წასულ ბავშვებზე, რომელთაც მოულოდნელი თავგადასავალი ელით წინ.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფესტივალზე ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო რეჟისურა.
ასევე სპეციალური პრიზი გაიცა ინდონეზიური ფილმისთვის. ჟიურიმ ასევე ახალი ჯილდო დააწესა საუკეთესო ქალი მსახიობისთვის, რომელიც ირანელ მსახიობს გადაეცა.
ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეოთხედ ჩატარდა.
ცნობისთვის, ფესტივალის დაფინანსებაზე რამდენიმე დღით ადრე უარი განაცხადა ქუთაისის მერიამ, რამაც ორგანიზატორების თქმით, ღონისძიებას სერიოზული პრობლემები შეუქმენა. ფესტივალი წერს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.