სოციალურ ქსელში ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმ ანესთეზიოლოგს, ნინო პაიჭაძეს ახლობლები, მეგობრები, პაციენტები ემშვიდობებიან.
“მე დავკარგე კარგი მეგობარი არვიცი რავთქვა სიკეთის სითბოს რომ თესავდა ყველას გულებში . დარჩა ვინმე რომ შენმა სიკვტილმა გული არ დაწყვიტა ყველას გულშემატკივარი ყველასთან რომ სითბოს გამოხატავდი როგორ ესიამოვნები ადამიანი იმას ფიქრობდა რამდენი პაციენტის გადამჩენელო, რამდენი ადამიანის გაჩერებული გული აგიმუშავებია, მაგრამ შენთან ვერაფერი შევძელით. შენი მთელი პერსონალი თავს გეხვევოდა, ჩვენ გულებში სულ იქნები, მაგრამ სიკვდილმა შენი თავი წაგვართვა, მშვიდობით ჩემო პაიჭაძე, ასე გეძახოდით სამსახურში მთელ 112 უსამძიმრებ ამ დიდ დანაკლის უფალს ებარებოდე ჩემო ნინო ექიმო”
„კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა სიცოცხლეზე. განადგურებული ვართ ყველა ამ საშინელი ტრაგედიით. უფალს ებარებოდეთ, ჩემო სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინო ექიმო”.
„როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო, თქვენზე წარსულში საუბარი”.
„როგორი ნინო ექიმი მოგვიკვდა“ – წერენ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელები.
19 იანვარს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ექიმის მეუღლე, შაქრო კუტუბიძე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო ექიმმა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ექიმის მეუღლე კი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.










