ბოლო 24 საათია, რამაზ ბეღელურის მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გატაცებული ბეღელური 2 თვე ცხინვალის იზოლატორში იყო დატყვევებული.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ბეღელური სწორედ პატიმრობას უკავშირებს, სადაც მას სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც გუგუთიანთკარში მცხოვრები ახალგაზრდა ამბობს, ცხინვალის ციხეში ფიზიკურ ანგარიშსწორებას ქართველი ძალოვანების მითითებით ასაიდუმლოებდა.
ბეღელური ოკუპირებულ ტერიტორიაზე , ციხეში გასაღების ბღუჯით ცემეს , განთავისუფლებიდან დაახლოებით ერთ თვეში მისი მდგომარეობა გაუარესდა , ის კრუნჩხვებშიც კი ჩავარდა .
ამ ეტაპზე ის გადაყვანილია თბილისში ,კერძოდ ინგოროყვას კლინიკაში გადის დამატებით კვლევებს.
რამაზ ბეღელური რუსმა ოკუპანტებმა თებერვალში გაიტაცეს და 1-ელ აპრილს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.
წყარო : “მთავარი”.










