საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს ხელფასი ეზრდებათ – ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უწყების ცნობით, ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის თანამდებობრივ სარგოზე 2023 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით 145 805 ლარი იყო განსაზღვრული. ცესკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 10 285 ლარი, თავმჯდომარის 2 მოადგილის 9 559, მდივანის 9 438, კომისიის 13 წევრის 8 228 ლარი.
ხოლო 2024 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით კი ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელფასი 12 410 ლარია. მოადგილის 11 534 ლარი, მდივანის 11 388 ლარი, კომისიის წევრების კი 9 928-9 928 ლარი. მთლიანობაში ცესკოს წევრების და ხელმძღვანელობის ხელფასში 134 612 ლარი დაიხარჯება ყოველთვიურად.










