ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხუთი თვითთმმართველი ქალაქიდან – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
დასახელებული ხუთივე ქალაქიდან 3-ში – რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი– ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.
ცესკოს მონაცემებით, თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბანი (კახა კალაძე 45,5 %; ნიკა მელია 34,13 %; გიორგი გახარია 8,97 %)
რუსთავი – 88 უბნიდან 42 უბანია დათვლილი. (დავით კირკიტაძე – ენმ 44,53 %; ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება 44,34 %)
ქუთაისი – 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 (ხატია დეკანოიძე – ენმ 43,75 %; იოსებ ხახალეიშვილი – ქართული ოცნება 41,86 %);
ფოთი – 33 უბნიდან დათვლილია 18 უბანი – (ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება 47,73 %; გიგი უგულავა -ენმ 37,44 %;)
ბათუმი -105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები. (გიორგი კირთაძე – ენმ 42, 35 %, არჩილ ჩიქოვანი – ქართული ოცნება 41,49 %)