LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცესკოს “ნეიტრალური” საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” სამსახურში – აი ფაქტი

ცესკოს “ნეიტრალური” საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” სამსახურში – აი ფაქტი

დაპოსტა 2024/10/23-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე რომ მიხვალთ, საუბნო კომისიის წევრები დაგხვდებიან. ისინი გაგიკეთებენ მარკირებას, მოგაწვდიან ბიულეტენს და საღამოს, ყველანი რომ ხმის მიცემას მოვრჩებით, ამ ხმებსაც ისინი დაითვლიან. ამ საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიებს უბანზე თავიანთი დანიშნული თითო-თითო წევრი ეყოლებათ, ცესკო კი, მინიმუმ, 8 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი. ცესკოს შემადგენელი საოლქო კომისია ირჩევს საუბნო კომისიის თავმჯდომარესაც, თავმჯდომარის მოადგილესაც და მდივანიც. ანუ, უბანზე ყველა საკვანძო პოზიცია ცესკოს ხელშია. 

საუბნო კომისიის ზემდგომია საოლქო კომისია. შესაბამისად, თუ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება გვინდა, აუცილებელია, რომ ორივე ამ რგოლში, საუბნო თუ საოლქო კომისიებში სანდო და პარტიებისგან მიუკერძოებელი ხალხი გვყავდეს.  Ifact.ge-ის  ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ ეს ასე არ ხდება.

ცესკომ იმერეთში “მიუკერძოებელი” კომისიის წევრები აირჩია და დანიშნა. მათ რიგებში არიან: “ქართული ოცნების” ღია მხარდამჭერები, სამთავრობო პროპაგანდის რუპორი საჯარო მოხელეები, მერიებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, სკოლებსა და ბაღებში დასაქმებულები ან მათი ოჯახის წევრები. 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და წევრები 7 სექტემბერს აირჩიეს, საოლქო კომისიის დროებითი წევრები (მხოლოდ ამ არჩევნებისთვის რომ იმუშავებენ) კი 31 აგვისტოს. 

ასეთ დროს, საქართველოს საარჩევნო კოდექსი მკაცრი არ არის და როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” ეს სულაც არ აწუხებს. ფაქტია, მათ სასიკეთოდ მუშაობს კანონის შემდეგი ნორმა:

ნებადართულია, საარჩევნო კომისიის წევრები ან ხელმძღვანელები, იმავდროულად, მერიაში ან მერიის ა(ა)იპ-ებში მუშაობდნენ. საარჩევნო კომისიის წევრობა არ შეუძლია და ეს თანამდებობრივ შეუთავსებლობად ეთვლება – მინისტრს, მის მოადგილეს, პარლამენტის წევრს ან აპარატის უფროსს, სამინისტროს დეპარტამენტის/სამმართველოს ხელმძღვანელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს/მოადგილეს, მერს და მერის მოადგილეს, მოსამართლეს, მის თანაშეწმეს ან პროკურატურის თანამშრომელს.

ჩვენ შევისწავლეთ ვინ აირჩია/დანიშნა ცესკომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებში თორმეტივე ოლქსა და 74 უბანში. შევამოწმეთ როგორც ოლქის შემადგენლობა, ისე ქალაქის და სოფლის უბნების 750-ზე მეტი კომისიის წევრის ვინაობა და აღმოჩნდა, რომ:

  • საუბნო კომისიების 62 წევრი მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო დაწესებულებების ან მუნიციპალური ა(ა)იპ-ის თანამშრომელია;
  • საუბნო კომისიების 185 წევრი სკოლაში ან საბავშვო ბაღშია დასაქმებული (მასწავლებელი, აღმზრდელი, ბიბლიოთეკარი, დირექტორი/გამგე);
  • საუბნო კომისიების 21 წევრი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდამჭერი, მათი ოჯახის წევრი ან/და სამთავრობო პროპაგანდის გამავრცელებელია;
  • საოლქო კომისიების 18 წევრი მერიის, ა(ა)იპ-ის, სკოლის, ან ბაღის თანამშრომელია;
  • საოლქო კომისიების 7 წევრი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

არადა, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსი ამბობს:

“დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. კეთილსინდისიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ობიექტური, პროფესიონალი და პოლიტიკურად ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობას”.

ვის ნახავთ “პოლიტიკურად ნეიტრალურ” საარჩევნო კომისიაში?

სკოლის და საბავშვო ბაღის მასწავლებლები 

იმერეთის მუნიციპალიტეტებში 185 საუბნო კომისიის წევრი საჯარო სკოლაში ან ბაღში მუშაობს.მათი უმრავლესობა მასწავლებელი ან აღმზრდელია, ნაწილი – დირექტორი ან გამგე.

რამდენიმე მუნიციპალიტეტში ასეთი სქემა მეორდება: სკოლის შენობაში გახსნილ უბნებზე თავმჯდომარეობას ანდობენ ამავე სკოლის დირექტორებს, რიგით კომისიის წევრებად კი კვლავ ამ სკოლის მასწავლებლებს გაამწესებენ ხოლმე. 

პარტიის ერთგული საჯარო მოხელეები “ნეიტრალურ” კომისიაში

განაგრძეთ კითხვაhttps://ifact.ge/

 

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე
მთავარი

ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურედია პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს: პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა - ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე
მთავარი

„ეს მეწყერი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგი და ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში დაწყებულ მეწყრულ პროცესებს. მისი თქმით, პროცესი ქვის კარიერებმა გამოიწვია, რომლებიც სოფლის...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი
მთავარი

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სრულიად...

დაწვრილებითDetails

სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საპატრიარქოში მივიდა - როგორც მაღალმა იერარქმა მედიასთან განაცხადა, მისი წინადადება სინოდის სხდომაზე იქნება, რომ პატრიარქსი სამებაში დაკრძალონ. მე თუ მკითხავენ, ვფიქრობ, რომ სამება მისი...

დაწვრილებითDetails

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაინულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. წყარო: ტვ პირველი

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ. დაზუსტდება, როდის და სად დაიკრძალება ილია მეორე. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს მიმდებარე...

დაწვრილებითDetails

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – მამა შალვა კეკელია

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან, რუსოფილები ხართ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ”- მამა შალვა
მთავარი

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - ყველას გთხოვთ, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"