ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმმა ფოტოკონკურსის „ველური ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფი“ (WPY 2019) ხალხის რჩეული ფოტო გამოავლინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამარჯვებული სემ როულის ფოტო „ჩხუბი სადგურზე“ გახდა. ფოტოგრაფმა ის ლონდონის ერთ-ერთ მეტროსადგურში გადაიღო. სურათზე ორი თაგვია გამოსახული, რომლებიც პურის ნამცეცისთვის იბრძვიან.
პრესტიჟული ფოტოკონკურსის გამარჯვებული ჟიურიმ ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოვლინა, თუმცა დეკემბერში მუზეუმმა 25 ფოტო საკუთარ ვებგვერდზე ატვირთა და საუკეთესოს შერჩევა ხალხს შესთავაზა. ხმის მიცემა 4 თებერვალს დასრულდა. როულის ფოტოს ხმა დაახლოებით 28 ათასმა ადამიანმა მისცა.