ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სროლა სროლის ხმა იყო.
თვითმხილველების თქმით, ჯერ ჩხუბის, შემდეგ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უცნობია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.