აშშ-ში, ჩრდილოეთ კალიფორნიის სანაპირო რეგიონში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიძგები სან-ფრანცისკოსა და ჩიკოშიც იგრძნობოდა. ზოგიერთ დასახლებაში დაზიანდა შენობები და ჩაიმსხვრა მინები, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებული ვიდეო. კადრებში ჩანს, როგორც ცვივა პროდუქცია თაროებიდან. მაღაზიის მეპატრონის თქმით, $15,000-ად შეფასებული ზარალი აქვთ. მისი თქმით, პროდუქციის ნაწილი გადარჩა, თუმცა მრავალი ძვირადღირებული ღვინისა და შამპანურის ბოთლები დაემსხვრათ.










