ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი-ს მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაში, სამინისტროს ცნობით, ფილიალმა მონაწილეობა არ მიიღო და ოქმის ჩაბარებაზეც უარი განაცხადა.
,,2021 წლის 08 ივნისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ.ე” ქვეპუნქტისა და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დაუსწრებლად, “ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი”-ს (ს/ნ205368396) მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ეცნობა “ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი”-ს დირექტორს, ბ-ნ ჟან იანჟუს ოქმის შედგენის შესახებ, მან არ მიიღო ოქმის შედგენაში მონაწილეობა და უარი განაცხადა ოქმის ჩაბარებაზე. შესაბამისად, ოქმის მეორე პირი გაეგზავნა სამართალდამრღვევს ფოსტის მეშვეობით ორჯერ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0022128 ოქმის ჩაუბარებლობის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საჯაროდ გამოქვეყნების თაობაზე. ოქმი განთავსებულია მიმაგრებულ მასალებში საჯაროდ”-წერია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.
ოქმის მიხედვით, ფილიალი გვირაბის მშენებლობის პროცესში არღვევს შრომითი უსაფრთხოების ნორმებს და შესაბამისად, 12000ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა..