“კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას, რომელიც უნდა გამოიგზავნოს კვირის ბოლოს. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც აღიარებულია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 000 დოზა იქნება ჩამოტანილი ჩინეთიდან”, – თქვა ეკა ტიკარაძემ.
მისი თქმით, გადიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კონსულტაციების იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცევიან ამ ვაქცინასთან მიმართებაში, დაელოდებიან მათ აღიარებას თუ დაიწყებენ აცრებს.








