ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე გუანდუნის პროვინციაში განლაგებული ტაიშანის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა აირებმა გაჟონა.
ამის შესახებ ფრანგული კომპანია “Framatome” იტყობინება, რომელმაც დახმარებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა და ის “მოახლოებული რადიოლოგიური საშიშროების” გამო გააფრთხილა.
ქსენონისა და კრიპტონის სახელით ცნობილი ქიმიური ელემენტები ტაიშანის ატომურ ელექტროსადგურში არსებული ნომერ პირველი რეაქტორის გამაგრილებელ სისტემაში დაგროვდა. მათ გარეთ ბირთვული ნივთიერებებით სავსე ლითონის დალუქული მილების საფარველის დაზიანების გამო გაჟონეს.
ჩინეთში მოქმედი მარეგულირებელი ორგანოები პრობლემას არ აღიარებენ და გარემოში გამოყოფილი რადიაციის ზღვრულ დონეს მაღლა წევენ, რათა დაწესებულების დახურვა აიცილონ თავიდან.
“Framatome”-ში იმედოვნებენ, რომ აშშ-ისგან საჭირო ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. კომპანიაში ამ მომენტისთვის, ტაიშანის ატომურ ელექტროსადგურში წამოქმნილი პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, რათა ნებისმიერი პოტენციური რისკი აღმოფხვრან.