ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია სიჩუანში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
კიდევ ორი ადამიანი მეწყრის დროს დაშავდა. მიწის მასამ 10 საცხოვრებელი სახლი და ერთი საწარმო მოიყოლა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამაშველო ოპერაცია მყისიერად დაიწყო, თუმცა მაშველები სამი გამოწვევის წინაშე არიან: ცივი და ნოტიო ამინდი, გალიპული და ვიწრო გზები და განმეორებითი მეწყრის საშიშროება.
სტიქიის ზონიდან 95 კერძო სახლიდან 360 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ისინი დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, უბედური შემთხვევის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. მაშველებს ეხმარებიან სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები. სტიქიის ადგილი დაყოფილია 10 სამაშველო ზონად.
წყარო: პრიამ ტაიმი