“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82,1%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.
კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღესდღეობით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, პროცენტები ასე გადანაწილდა:
- 82,1% – დიახ, მიმაჩნია
- 12,3% – არა, არ მიმაჩნია
- 5,4% – არ ვიცი
- 0,2% – უარი პასუხზე

კითხვაზე, რომელი გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას, გამოკითხულები ასე პასუხობენ:
- 38,6% – ერთპარტიული პარლამენტი
- 33,7% – მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით
- 11,9% – დასავლეთის მიერ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარება
- 13,3% – ქართული ოცნების ანტიკონსტიტუციური ქმედებები
- 15,4% – პოლიტიკური პატიმრების არსებობა
- 17,1% – უცხო ქვეყნების/ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში
- 11,7% – ოპოზიციური პარტიების დესტრუქციული ქმედებები
- 7,6% – პოლარიზაციის გამძაფრება
- 12,6% – ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული კონტროლი
- 2,6% – სხვა
- 2,4% – არც ერთი
- 4,1% – არ ვიცი
- 0,5% – უარი პასუხზე

კითხვაზე, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ “ქართული ოცნება”.
- 77,9% – ქართული ოცნება
- 16,0% – ნაციონალური მოძრაობა
- 16,5% – სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები
- 5,1% – არასამთავრობო ორგანიზაციები/ენჯეოები
- 3,9% – ევროკავშირი/ევროპის ქვეყნები
- 2,1% – აშშ
- 9,1% – რუსეთი
- 23,6% – ბიძინა ივანიშვილი
- 1,1% – გლობალური ომის პარტია და “დიპ-სტეიტი”
- 3,7% – ოპოზიციური მედია
- 3,2% – სახელისუფლებო მედია
- 1,5% – სხვა
- 2,7% – არ ვიცი
- 0,9% – უარი პასუხზე

კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.










