ჩინეთმა რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდა სთხოვა. ეს მოთხოვნა ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევების გაზრდასთან არის დაკავშირებული. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მიმწოდებლებმა ქვანახშირის ფასების მომატების გამო გათიშვას მიმართეს.
ჩინეთის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ელექტროენერგიის გათიშვას უჩივიან, რომელიც რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე გრძელდება.
ელექტროენერგიის გათიშვა ასევე გავლენას ახდენს სხვა ისეთი ინდუსტრიების მუშაობაზე, როგორიცაა კომუნალური მომსახურება.
ელექტროტუმბოების გათიშვის გამო, წყალმომარაგების შეფერხებებიც დაიწყო.










