ჩინეთი, რუსეთი და ირანი პანდემიის დროსაც არ ,,ივიწყებენ” მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეტოქეს. ისინი ცდილობენ პოლიტიკური ჭორები გაავრცელონ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო რუსეთს, ჩინეთს და ირანს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მოსახლეობას მოუწოდებს ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მიიღოს.
„მინდა ვისაურბო იმ დეზინფორმაციაზე, რომელსაც ხალხი „ტვიტერზე“ ეცნობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთი ასეთი ინფორმაცია გარკვეული მთავრობიდან მოდის. მე ყველას მოვუწოდებ ვინც ამას ეცნობა -თითქოს ეს ვირუსი აშშ-ის არმიისგან წამოვიდა, ყველა ამერიკელმა და არა მარტო, ყველა ადამიანმა მთელ მსოფლიოში უნდა უზრუნველყოს, რომ ინფორმაციას სანდო წყაროსგან იღებეს და არა ცუდი მოთამაშისგან, რომელიც განზრახ ცდილობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას. ეს ყველაფერი რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მოდის“, – აღნიშნა პომპეომ.
ცნობისთვის, რუსულ და ჩინურ მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი COVID-19 ჩინეთში ამერიკის არმიამ გაავრცელა. საპასუხოდ, ვაშინგტონმა პეკინი არაერთხელ დაადანაშაულა ინფორმაციის დამალვაში, რამაც „მსოფლიოს უძვირფასესი დღეები დააკარგინა“.