ამერიკის შეერთებული შტატებს, კანადას, ავსტრალიასა და დიდი ბრიტანეთს 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი, რომელიც პეკინში გაიმართება, ძვირი დაუჯდება. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა განაცხადა.
“ხაზს ვუსვამ, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და კანადა ოლიმპიურ პლატფორმას პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებენ. ეს მხარდაჭერას ვერ მიიღებს და ამით ისინი საკუთარ თავს იზოლაციაში აქცევენ. მათი არასწორი ქმედებები მათ ძვირი დაუჯდება”, – განაცხადა მან.
დიპლომატმა დასძინა, რომ 2022 წლის ოლიმპიადაზე ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური პირების არყოფნა მის წარმატებაზე გავლენას არ მოახდენს.
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთს შესაბამისი ქვეყნებისთვის მოწვევები არ გაუგზავნია. ამ ქვეყნების ოფიციალური პირები პეკინის ოლიმპიადის წარმატებას მაინც ნახავენ“, – განაცხადა ვენბინმა.
მისი თქმით, რომ სპორტი პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს. ამით მათ ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პროტესტი გამოხატეს.










