“ჩვენ, ჩემმა მთავრობამ, მივაღწიეთ უპრეცედენტო და უწყვეტ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაშ. ყველა წინა მთავრობის დროს საქართველოში იყო ომები, ჩვენი მთავრობის დროს კი ომი არ ყოფილა და ჩვენ ვიზრდებით ეკონომიკურად, ვვითარდებით. რა თქმა უნდა, ოკუპაცია არსებობს და ის არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რადგან ჩვენ ამ კონფლიქტებს დაუყოვნებლივ ვერ გადავჭრით. ამ პერიოდში ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო რეჟიმი, შემდეგ ევროპული პერსპექტივა და სულ რაღაც ორი დღის წინ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი” | განაცხადა ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას
“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...










